ტოპ ნახვადი ფილმები

Главная » ბლოგი » 2019 » აპრილი » 16 » “ბოლო ჟამი ახლოვდება… ღმერთი ამოკლებს დროს…” – უწმინდესის განცხადება

“ბოლო ჟამი ახლოვდება… ღმერთი ამოკლებს დროს…” – უწმინდესის განცხადება

“ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ.
თქვენ ხედავთ მთელს მსოფლიოში მღელვარებაა. მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა.
როდესაც მღვდელი, დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს, აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული, გონება ღვთისაკენ და ეს მადლი ღვთისა დაგვეხმარება ჩვენ. დაგვეხმარება, რომ ვსცნოთ თავი თვისი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა ქადაგებისას.
ამასთან, უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგების დასასრულს აღნიშნა, რომ დიდი მარხვის დღეები მოახლოვდა და მომავალი კვირიდან დიდი მარხვის საგალობლები იგალობება.
ილია მეორე-ს ამ სიტყვების შემდეგ არ იყო გასული რამდენიმე დღე და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი გაუჩნდა, რა ჰქვია ამ ყველაფერს არ ვიცით, არც გვინდა სახელი დავარქვათ, მაგრამ რაარის ეს თუ არა ბოლოჟამი? რატომ იწვის წმინდა ადგილები? დავუსვათ ეს კითხვები თავს და მივხვდებით რა უნდა ვაკეთოთ…
Вместо этого текста пропишите код вывода рекламы.