ტოპ ნახვადი ფილმები

Главная » ბლოგი » 2019 » აპრილი » 9 » ავლაბრის რეზიდენციამ ახალი ფუნქცია შეიძინა - პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მაღალი დონის სტუმრებს მიიღებენ

ავლაბრის რეზიდენციამ ახალი ფუნქცია შეიძინა - პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მაღალი დონის სტუმრებს მიიღებენ

პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის, ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენტს, მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს შო­რის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­სახ­ლი­სათ­ვის ახა­ლი ფუნ­ქცია გა­ნი­სა­ზღვრა და ის სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე გახ­და.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს შო­რის შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­სათ­ვის ახა­ლი ფუნ­ქცია გა­ნი­სა­ზღვრა - ეს არის სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე. შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბას მთავ­რო­ბა გა­მოს­ცემს“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ლაშა ჟვა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მა­ღა­ლი დო­ნის სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა მოხ­დე­ბა.

"ეს არ გახ­ლავთ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს არის შე­თან­ხმე­ბა პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერს შო­რის, რომ ძი­რი­თად ნა­წილს ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­სას და­ერ­ქვას სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამა­ზე პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფი, სა­დაც დე­პუ­ტა­ტებ­თან ერ­თად აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­და­ნაც არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და მეც გახ­ლდით ერთ-ერთ სხდო­მა­ზე, სა­დაც იყო მსჯე­ლო­ბა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნა­წი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ჟვა­ნი­ამ.

კი­თხვა­ზე, რა სა­ხის ცე­რე­მო­ნი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა სა­სახ­ლის „ძი­რი­თად ნა­წილ­ში“, ჟვა­ნი­ას თქმით, რომ ეს იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი და მა­ღა­ლი დო­ნის სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა".
Вместо этого текста пропишите код вывода рекламы.